File:268A5435.jpg
ეროვნულ პარკში მდებარეობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა, სადაც ასევე განთავსებულია სასტუმრო ნომრები, კაფეტერია და ვიზიტორთა ცენტრი საგამოფენო დარბაზით, საკონფერენციო დარბაზი, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო დაფები.
ადმინისტრაციაში ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაგეგმონ სხვადახვა სახის ტურები და მიიღონ ინფორმაცია არსებული სერვისების შესახებ. ასევე შესაძლებელია გიდის, ცხენის ან ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება. თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფუნქციონირებს 11 ტურისტული მარშრუტი, რომლებიც თუშეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტების უდიდეს ნაწილს მოიცავს.